სამოქალაქო სამართალი

სამოქალაქო სამართალი არის სამართლის დარგი, რომელიც პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს აწესრიგებს. გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას სამოქალაქო სამართლის დარგში გაერთიანებულ ყველა სფეროში.

საოჯახო სამართალი
გთავაზობთ: საქორწინო კონტრაქტის შედგენა; მეუღლეთა შორის ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებში უფლებების დაცვა; განქორწინებასთან, მშობლის უფლების ჩამორთმევასთან, მშობლის უფლების აღდგენასთან, ალიმენტის დაკისრებასთან, ალიმენტის ოდენობის შემცირებას/გაზრდას და სხვა საოჯახო საქმეებთან დაკავშირებული სარჩელების შედგენას, მტკიცებულებათა შეგროვებას, სასამართლოში წარმომადგენლობას და მხარის პირადი და ქონებრივი უფლებების დაცვას; შვილების და გაშვილების, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან შვილება/გაშვილებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივ უზრუნველყოფას

მემკვიდრეობითი სამართალი გთავაზობთ: სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოძება/შეგროვების პროცესში წარმომადგენლობას, წარმომადგენლობას სამკვიდრო ქონების მისაღებად ნოტარიუსთან და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; ანდერძის შედგენასთან დაკავშრებულ სამართლებრივ საკითხებსა და შედეგებზე კონსულტაციას; სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენას; სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენას; მემკვიდრეებს შორის არსებული დავის შემთხვევაში კლიენტის ინტერესების დაცვას; პირის უღირს მემკვიდრედ ცნობას; მემკვიდრეებისა და სხვა დაინტერესებულ მესამე პირთა კანონიერი ინტერესების დაცვას; ანდერძის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფას.

საბანკო სამართალი გთავაზობთ: საბანკო სამართლის საკითხებთან დაკავშირებულ იურიდიულ კონსულტაციებს; საკრედიტო ხელშეკრულებების, საბანკო გარანტიების, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების, თავდებობის წერილების, აკრედიტივების და სხვა მსგავსი დოკუმენტების მომზადებას; საბანკო და სხვა საფინანსო ინსტიტუტების სამართლებრივი შემოწმების ჩატარებასა და შესაბამისი შეფასებების/დასკვნების მომზადებას; კლიენტის სახელით მარეგულირებელეთან ურთიერთობას;

სახელშეკრულებო სამართალი გთავაზობთ: უძრავ და მოძრავ ნივთებთან, ასევე უფლებებსა და მოთხოვნებთან დაკავშირებული ყველა სახის ხელშეკრულების მომზადებას; კერძოდ, სესხის, ნასყიდობის გაცვლის, ჩუქების, ქირავნობის, ლიზინგის, იჯარის, ფრენშაიზინგის, თხოვების, გირავნობის, იპოთეკის ნარდობის, დავალების, საშუამავლო, მიბარების, წილის დათმობის და სხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადებას, შემოწმებას, კანონმდებლობის შესაბამისად მათ გამართვას და მათგან გამომდინარე დავების მოგვარებას.