ჩემ შესახებ

მოგესალმებით!

მე ვარ მარიამ სორდია, იურისტი მაგისტრის ხარისხით და პრაქტიკოსი ადვოკატი. სამართალი ჩემთვის მხოლოდ პროფესია კი არა, არამედ მოწოდებაა – ჩემი მიზანი არის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის  სამართლებრივი მხარდაჭერის გაწევა, მათი უფლებების დაცვა;

პროფესიულ კარიერაში შევხვედრივარ არაერთ გამოწვევას, რამაც საშუალება მომცა გამეღრმავებინა ცოდნა და გამომემუშავებინა უნარები სხვადასხვა სამართლის სფეროში.  მჯერა, რომ თითოეულ საქმეს ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება, რადგან სამართალი მხოლოდ კანონების სისტემა კი არა, არამედ ადამიანური ისტორიებია;

მიხარია რომ აქ ხართ – ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები და ვიპოვნოთ საუკეთესო სამართლებრივი გზები;

მარიამ სორდია