ადმინისტრაციული სამართალი

გთავაზობთ კვალიფიციურ საადვოკატო/იურიდიულ და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას ადმინისტრაციული სამართლის სფეროთი რეგულირებულ საკითხებზე. კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, ჩვენი გუნდი აწარმოებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობას და დაინტერესებული პირის კანონით დადგენილი უფლების მოპოვების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი განცხადებების შეტანას ან/და ადმინისტრაციული საჩივრის წარდგებას; მარტივი, ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას დაინტერესებული პირის წარმომადგენლობას შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან ან შეცვლასთან დაკავშირებულ სამართლებრივი მომსახურების გაწევას.

ასევე გთავაზოთ წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ და სახელმწიფო დაწესებულებებში; დარღვეული და სადავოდ ქცეული უფლებების მიზნით, ასევე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურაში წარმომადგენლობით მომსახურებას, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების და სამართლებრივი ანალიზის განსახორციელებლად.

დაგეხმარებით ხვადასხვას საქმიანობისათვის აუცილებელი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში, რაც მოიცავს ლიცენზიისა თუ ნებართვის მოპოვებისათვის აუცილებელი საბუთების მომზადებას საქართველოს კანონდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლიცენზიისა თუ ნებართვის მომზადების პროცესის მონიტორინგს,ლიცენზიის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ .