გთავაზობთ კვალიფიციურ საადვოკატო/იურიდიულ და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას ადმინისტრაციული სამართლის სფეროთი რეგულირებულ საკითხებზე. კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, ჩვენი გუნდი აწარმოებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობას და დაინტერესებული პირის კანონით დადგენილი უფლების მოპოვების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი განცხადებების შეტანას ან/და ადმინისტრაციული საჩივრის წარდგებას; მარტივი, ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას დაინტერესებული პირის წარმომადგენლობას შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან ან შეცვლასთან დაკავშირებულ სამართლებრივი მომსახურების გაწევას.